ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მდებარე
მეტალურგიულ ქარხანაში ხანძარი იყო.
ცეცხლი შენობის სახურავს
გაუჩნდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო
სამსახურის 5 ეკიპაჟი მუშაობდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა
მოახერხეს.
,,ამ დროისთვის ხანძარი
ლიკვიდირებულია. გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია", -
აცხადებენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მასალის გამოყენების პირობები