ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1533 ადამიანი
აიცრა.
23 აპრილის მონაცემებით კი, ვაქცინა სულ 37590-მა მოქალაქემ
გაიკეთა.
საქართველოში ჩოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა, ჯერჯერობით, ორი —
AstraZenecaა-სა და
Pfizer-ის ვაქცინით არის შესაძლებელი.
ქვეყანაში მედპერსონალის ვაქცინაცია
AstraZeneca-ს ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო, ხოლო
ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზევით მოქალაქეები 25 მარტიდან
ჩაერთვნენ. ვაქცინაციის პროცესში ჩართვა 55 წლის ზევით ასაკის
მოქალაქეებისთვის 2 აპრილიდან გახდა შესაძლებელი.
Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში
25 მარტს ჩამოიტანეს. ხოლო ჩინური ვაქცინა სინოფარმი ქვეყანამ 3
აპრილს მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები