ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება.
გაფიცული მაღაროელები მეორე დღეა მერიის მიმდებარედ შეიკრიბნენ. ისინი
ხელფასების 50%-ით მომატებას ითხოვენ. მათი თქმით, ქვეყანაში არსებული
კრიზისის ფონზე, მათი ანაზღაურება მინიმალურია და პროტესტი მოთხოვნის
შეუსრულებლობის შემთხვევაში გაგრძელდება, რადგან მაღაროელებისთვის
კომპანიის შეთავაზება მიუღებელია.
კომპანიამ გაფიცულებს ხელფასის 250 ლარით გაზრდა და დღესასწაულებზე 50
ლარის დანამატი შესთავაზა, რაც მიუღებელია აქციის მონაწილეებისთვის.
მათი თქმით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ
დაკმაყოფილდება.
"არავითარ შემთხვევაში არ შევწყვეტთ პროტესტს. არ ვაპირებთ სახლებში
წასვლას. ხელფასის 50%-ით გაზრდის მოთხოვნა უნდა
დაგვიკმაყოფილონ", - აცხადებენ მაღაროლები.
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით 23
აპრილს გაიფიცნენ.
"ჯორჯიან მანგანეზს" 5000-ზე მეტი პირი ჰყავს დასაქმებული. კომპანია
ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა
ქარხანას და ვარციხე ჰესს აერთიანებს
მასალის გამოყენების პირობები