ქუთაისის თოჯინების თეატრში ჰანს კრისტიან ანდერსენის "Მახინჯი იხვის
ჭუკის" პრემიერა გაიმართა.
„მახინჯი ჭუკი“ მეორე პრემიერა იყო, რომელიც პანდემიით
გამოწვეული პაუზის შემდეგ,ქუთაისის თოჯინების თეატრში შესთავაზეს
მაყურებელს.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და ინსცენირების ავტორი ნინო
მაღლაკელიძეა. "მახინჯი იხვის ჭუკი" მისი პირველი სპექტაკლია ქუთაისის
თოჯინების თეატრში.
მხატვარი და თოჯინების ოსტატი ილიკო საჯაიაა. მონაწილეობენ მსახიობები
ჯანეტ ქობულაძე, აბელ სოსელია, ბაქარ დეისაძე, თეა გეგეჭკორი, მანუჩარ
ბეგალიშვილი, ნინო შეყლაშვილი ,სერგი ზოსიაშვილი .რეჟისორის თანაშემწე
მარინა გაგოშიძე.ტექ რეჟისორი ლეილა დვალიშვილი
ავტორებმა მაყურებელს ანდერსენის ზღაპრის უჩვეულო
ინტერპრეტაციას შესთავაზეს. Როგორც ფორმის ისე შინაარსის მხრივ.
"Ჩვენ არ გვექნება ჰეპი ენდი, როგორც ანდერსენის ზღაპარშია. ჯერ არ
მინდა ამის ბოლომდე თქმა, თუმცა სპექტაკლის მთავარი "კოზირი" ფინალში
ცხადდება, მთელი სათქმელი ფინალში იყრის თავს", - ამბობს ნინო
მაღლაკელიძე.
სპექტაკლი დაფინანსებულია კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.
ფოტო: თოჯინების თეატრი
მასალის გამოყენების პირობები