ვირუსით ინფიცირების 1 271 ახალი დადასტურებული შემთხვევა
გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 729 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 284 286-მდე.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 301 535-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
3.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.55%.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 992 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 271 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 781 შემთხვევა, აჭარა - 98, იმერეთი - 71,
ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 53, გურია - 41, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 91, კახეთი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი -
6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
მასალის გამოყენების პირობები