ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკაში კოვიდ
ანყოფილების მეხუთე სართულიდან პაციენტი გადახტა.
კლინიკის ხელმძღვანელის გიორგი ბაბუნაშვილის თქმით, პაციენტის
გადახტომის მიზეზი უცნობია და ის შემთხვევიდან რამდენიმე საათში
გარდაიცვალა.
"კოვიდდადებითი პაციენტი იყო, შვილთან ერთად მკურნალობდა პალატაში,
აღენიშნებოდა პნევმონია, ფსიქოლოგიური პრობლემები არ აღენიშნებოდა,
მშვიდი და გაწონასწორებული პაციენტი იყო", - განმარტავს
კლინიკის ხელმძღვანელი.
ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები მუშაობენ.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას
გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები