ახალი ამბები
"მერი არის თაღლითი" - დაპირისპირება ზესტაფონის მერიასთან
FaceBook
"ქართული ოცნების" ზესტაფონის ორგანიზაციის  უკვე ყოფილი წევრები ზესტაფონის მერიასთან მივიდნენ და პარტიიდან გათავისუფლება  გააპროტესტეს.
მერიასთან "ოცნებიდან" გარიცხული პირების შეკრებას მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.   

ასევე, მუნიციპალიტეტის მერსა და მის მოადგილეს  დოკუმენტების გასაჯაროება მოსთხოვეს, რომელიც, მათი თქმით, მერის და მისი მოადგილის ნასამართლეობას ადასტურებს.

ლევან ჭანტურია, რომელიც ერთ-ერთია ვინც  პარტიიდან გაუშვეს, ამბობს, რომ  ზესტაფონის მერს გიორგი გოგლიჩიძეს მხარს არასოდეს უჭერდა. 

"დღეს ვგეგმავდით აქციას, სადაც უნდა გვემხილა ქალაქის მერი, გაგვეპროტესტებინა გაჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ასიათასობით ლარის გაფლანგვა, აქციამდე ცოტა ხნით ადრე კი ვიგებ, რომ პარტიიდან გამრიცხეს. მე ისედაც ვაპირებდი  წასვლას, მაგრამ მათ დამასწრეს. დამსაჯეს სიმართლის თქმისთვის, რადგან არავის სჭირდება ქალაქში ჩემნაირი  ადამიანი, ვინც პრობლემებზე საუბრობს. 2012 წლიდან "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემაზე თვალი დავხუჭო. გიორგი გოგლიჩიძე არის თაღლითი და ამაზე ჩვენ ყოველთვის ვისაუბრებთ", -  ამბობს პარტია "ქართული ოცნების" უკვე ყოფილი წევრი, ლევან ჭანტურია.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ქალაქის მერი გამოვიდა. გიორგი გოგლიჩიძის თქმით, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გაბრაზება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მან ორგანიზატორის ოჯახის კომპანიას სასათბურე პირობები არ შეუქმნა. ის ამბობს, რომ  მისი დისკრედიტაცია მიმდინარეობს.

"მე თაღლითობაზე არ ვარ ნასამართლევი, დოკუმენტაციით 210-ე მუხლით ვარ ნასამართლევი, რომელიც იყო კომპანია "ვისოლში" საბუთების გაყალბების ფაქტზე, სადაც ერთი დღე არ მიმუშავია, ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული და დღეს, როგორც ქალაქის მერის, როგორც პიროვნების, მიმდინარეობს ჩემი დისკრედიტაცია", - განაცხადა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.

გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონის მერის თანამდებობას 2019 წლიდან  იკავებს. 


ამავე თემაზე:





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.