რიკოთის საავტომობილო გვირაბი
რამდენიმე დღით შეზღუდული იქნება .
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ავრცელებს:
"ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური
სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 21, 22, 23 და 24 აპრილს
21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, ყოველ დღე იკრძალება ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო
ზედამხედველობით და კოორდინაციით", - ნათქვამია
განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები