ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ
დოკუმენტს „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელი მოაწერეს:
დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ
მეგრელიშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, შალვა პაპუაშვილმა,
სალომე სამადაშვილმა, გიორგი ვაშაძემ, ხათუნა სამნიძემ, არჩილ
თალაკვაძემ.
ხელმოწერის ცერემონია რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანის სასახლეში
შედგა.
„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დოკუმენტს არ
უერთდებიან. დავით ბაქრაძემ და სალომე სამდაშვილმა დოკუმენტს ხელი
ინდივიდუალურად მოაწერეს.
ცერემონიას პარტიების წარმომადგენლებთან და პრეზიდენტ სალომე
ზურაბიშვილთან ერთად ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა
შარლ მიშელი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი
დოკუმენტი 18 აპრილს წარუდგინა, რომლის თანახმადაც 2022 წელს
დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია
ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.
ამასთან, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, ამ შეთანხმების
ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ
უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019
წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და
დაკავებას შეეხება.
მასალის გამოყენების პირობები