ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ინფორმაციით, ქუთაისში 2231
მოსწავლეა გადასული დისტანციურ სწავლებაზე.
Ჰიბრიდული სწავლების ფორმას იყენებს 45 კლასი.
Ბოლო მონაცემებით არ დახურულა არც ერთი სკოლა. ქუთაისის 38-ივე საჯარო
სკოლას საკლასო ოთახებში აქვს განახლებული სასწავლო პროცესი.
რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, ქუთაისის
ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, დაიხურა ორი ბაღი (32-ე და
35-ე ), სადაც პედაგოგებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ.
გაერთიანებაში ამბობენ, რომ ბაღის პედაგოგებს
ტესტირება ყოველ შაბათ-კვირას უტარდებათ.
ქუთაისში 38 საჯარო, ათი კერძო სკოლა და 37 საბავშვო ბაღია.
დისტანციური სწავლების, სურვილის შემთხვევაში, მშობელს შეუძლია,
დაარეგისტრიროს შვილი online.emis.ge-ზე ან მივიდეს სკოლაში და
მიმართოს განაცხადებით სკოლის ადმინისტრაციას.
ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება-რეგისტრაციის გაუქმება
შესაძლებელია ყოველ ოთხშაბათს 00:00–23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ
დროს იქნება ღია საიტზე სარეგისტრაციო ველი.
მასალის გამოყენების პირობები