17 წლის მოზარდი, რომელიც გუმათჰესის
ხიდიდან გადავარდა, საავადმყოფოშია
გადაყვანილი.
ადგილზე მყოფების განმარტებით, მოზარდი მშობლებთან ერთად პროტესტის
ადგილზე იყო მისული.
"შეშას აგროვებდა აქციის მონაწილეებისთვის, რომლებიც კარავში
ათევენ ღამეს. ჩანს, სიმძიმემ დაძლია და ხიდიდან გადავარდა", -
ამბობენ თვითმხილველები.
მოზარდის გადარჩენა ჰესის თანამშრომლებმა შეძლეს.
რაც შეეხება, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს,
რომელსაც
გუმათჰესთან კარავი აქვთ გაშლილი, ამბობენ, რომ
მათთვის გაუგებარია, მოზარდი როგორ აღმოჩნდა ხიდზე, რადგან ტერიტორიას
პოლიციელები აკონტროლებენ.
აღსანიშნავია, რომ რიონის ხეობაში, მდინარე რიონში 3 აპრილს
ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა, რომელსაც მაშველები ამ დრომდე
ეძებენ.
გუმათჰესთან დაახლოებით ორი კვირაა გადაადგილება
შეზღუდულია. ადგილზე პოლიციელები დგანან, რომელიც
გუმათჰესის იქით, სოფელ
ნამოხვანისაკენ
გადაადგილებას აკონტროლებენ.
ხეობის გადაკეტვა ნამახვანჰესის მშენებლობის პროტესტს უკავშირდება,
რომელიც 174 დღეა
მიმდინარეოებს.
მასალის გამოყენების პირობები