რიონის ხეობაში, გუმათჰესში ახალგაზრდა მამაკაცი გადავარდა. როგორც
თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი ნაპირზე იდგა და მოულოდნელად
მდინარეში ჩავარდა.
მისი გადარჩენა ადგილზე მყოფებმა შეძლეს, რომლებმაც მამაკაცი წყლიდან
მალევე ამოიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ რიონის ხეობაში, მდინარე რიონში 3 აპრილს
ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა, რომელსაც მაშველები ამ
დრომდე ეძებენ.
გუმათჰესთან დაახლოებით ორი კვირაა გადაადგილება შეზღუდულია.
ადგილზე პოლიციელები დგანან, რომელიც გუმათჰესის იქით, სოფელ
ნამოხვანისკენ გადაადგილებას აკონტროლებენ.
ხეობის გადაკეტვა ნამახვანჰესის მშენებლობის პროტესტს უკავშირდება,
რომელიც 174 დღეა მიმდინაროებს.
მასალის გამოყენების პირობები