მინისტრის მიერ დასჯილი რეჟისორი - თორნიკე მარჯანიშვილს ოპერის თეატრს ატოვებინებენ
18:03 / 17.04.2021
რეჟისორსა და
ოპერის თეატრის დირექტორს თანამდებობას ატოვებინებენ.
თეატრიდან
წასვლა თორნიკე მარჯანიშვილს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა
მოსთხოვა. 15 აპრილს თეატრში ვიზიტად მყოფმა მინისტრმა, დირექტორი
გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო მწვავედ
გააკრიტიკა და უთხრა, რომ უმჯობესია თუ თეატრს დატოვებს. მინისტრმა
რეჟისორს უთხრა, რომ მისთვის მიუღებელია თეატრის დირექტორის
პოლიტიკური შინაარსის ბანერზე ხილვა.
"ნაციონალებთან" რომ წასულიყავი, გასაგებია,
მაგრამ ჩვენივე გუნდიდან წასულებს როგორ შეუერთდი, რეჟისორი ხართ თუ
პოლიტიკოსიო. მე თქვენს ადგილზე ახლავე დავტოვებდი თანამდებობასო,
უთხრა", - უყვება წყარო ქუთაისიპოსტს. წყაროსვე თქმით, მინისტრმა
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ირინა ლომინაძეს კონკურსის ჩატარება
მოსთხოვა და უთხრა, რომ სამსახურიდან გაუშვას ის ადამიანები, ვინც
მისი თქმით, "ვერ მღერის".
ინფორმაციას ადასტურებს თორნიკე მარჯანიშვილი.
რეჟისორი კრიტიკის გამო შეურაცხყოფილია და ამბობს, რომ შეიძლებოდა
ამას სხვა ფორმა ჰქონოდა.
"ნაწყენი ვარ და ეს ბუნებრივია,
ადამიანური რეაქციაა. მიმაჩნია, რომ ამ ქალაქში საკმაო საქმე მაქვს
ნაკეთები და შეიძლებოდა სხვა ფორმით ყოფილიყო ეს ყველაფერი. მისი
პოზიციიდან ვიმსახურებდი ამას, მაგრამ მე ვთვლი, რომ არ ვიმსახურებდი.
თუმცა, გასაგებია მისი პოზიცია, მან პარტიულ ჭრილში შეხედა ამ
ყველაფერს. განცხადება ჯერ არ დამიწერია, მაგრამ შეიძლება დავწერო.
ვნახოთ, რა იქნება ხვალ და ზეგ. როცა მივიღებ ამ გადაწყვეტილებას,
გაირკვევა ყველაფერი",- ამბობს
ქუთაისიპოსტთან საუბარში თორნიკე მარჯანიშვილი.
იმას, რომ პოლიტიკური არჩევანის
გამო მინისტრმა თორნიკე მარჯანიშვილს უსაყვედურა, არ უარყოფს თეატრის
სამხატვრო ხელმძღვანელი. ირინა ლომინაძე დირექტორის მიმართ ნეგატიურ
დამოკიდებულებას არც თავად მალავს და ამბობს, რომ თორნიკე
მარჯანიშვილმა იგი მოატყუა, როცა მაჟორიტარობა გადაწყვიტა და მას ამის
შესახებ არ აცნობა. სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუ
მარჯანიშვილი გათავისუფლების შესახებ განცხადებას დაწერს, ის ხელს
მოაწერს.
ირინა ლომინაძე ასევე ადასტურებს,
რომ მინისტრმა კონკურსის ჩატარების აუცილებლობაზეც ისაუბრა და თქვა,
რომ ყველამ ხელფასის ის რაოდენობა უნდა მიიღოს, რასაც
იმსახურებს.
თორნიკე მარჯანიშვილი ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის
პოზიციაზე 2014 წელს დაინიშნა. 2020 წელს იგი „ქართული ოცნების“
გუნდიდან გამოყოფილი დეპუტატების პარტია "ჩვენი საქართველო -
სოლიდარობის ალიანსში" გაწევრიანდა და ქუთაისის მაჟორიტარი
დეპუტატობისთვის ბრძოლაში ჩაერთო. მას საარჩევნო კამპანიის დროს
თანამდებობა არ დაუტოვებია. თორნიკე მარჯანიშვილმა არჩევნებში
ხმების 0.92% მიიღო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები