16 აპრილის მონაცემებით საქართველოში აცრილია - 27654, დღიურად კი -
1237 ადამიანი.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.ვაქცინაციის
დაწყებიდან გასულია 33 დღე. ამ დროისთვის წესით აცრილი უნდა იყოს
დაახლოებით 99 000 ადამიანი.
პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები
ჩაერთვნენ.
25 მარტიდა ვაქცინაციის პროცესში დღეიდან, სამედიცინო პერსონალთან
ერთად 65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც ჩაერთვნენ. დღეის მდგომარეობით
აცრა შეუძლიათ: ჯანდაცვის მუშაკებს, 55 წლის და უფროს ადამიანებს,
დიალიზზე მყოფ და ორგანო გადანერგილ პაციენტებსაც.
ვაქცინაციის მსურველები სპეციალურ პორტალზე
booking.moh.gov.ge უნდა დარეგისტრირდნენ. საჭიროების
შემთხვევაში, ასევე, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე (15 22). ჯანდაცვის
სამინისტროს ინფორმაციით, აცრის მსურველებს "ფაიზერსა" და
"ასტრაზენეკას" ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება
ექნებათ.
მასალის გამოყენების პირობები