იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ხეობის მცველებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეები ისევ გუმათში ბრუნდებიან.
"ჩვენი მოთხოვნებია: შეწყდეს
სამუშაოები ხეობაში, ალაგდეს ჯებირები და გამოვიდეს პოლიცია, რომ ჩვენ
თავისუფლად გადავაადგილდეთ ხეობაში და გავაგრძელოთ კარვებით პროტესტი
ხეობაში. დანარჩენი საკითხები, როგორიცაა მიწა და ხელშეკრულება,
შემდგომი დიალოგის თემაა.
ახლა სახელდება პრემიერის ჯანმრთელობის საკითხი, როგორც ვიცით მას
კოვიდი აქვს და გვეუბნებიან, რომ როგორც კი გამოჯანმრთელდება, მიიღებს
გადაწყვეტილებებს ამ პირობებთან დაკავშირებით. პროტესტი, რა თქმა
უნდა, ჩვეულებრივად გაგრძელდება. ჩვენ თავიდანვე დავსვით საკითხი ასე,
რომ ეჭვქვეშ დაგვეყენებინა ჰესის აშენება–არაშენება. მათ ვუთხარით: თუ
თქვენ გვეტყვით, რომ ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს, მაშინ ჩვენ
ავდგებით და გავალთ აქედან. მათ თქვეს, რომ კი ბატონო, ჩვენ ვაკეთებთ
დაშვებას, რომ ჰესი შეიძლება არ აშენდეს", – განაცხადა ვარლამ
გოლეთიანმა.
მასალის გამოყენების პირობები