ახალი ამბები
ხეობის ოკუპაციას ქართველი ხალხი არ დაუშვებს - გოგი წულაიას წერილი საავადმყოფოდან
FaceBook
პოლიტიკოსი გოგი წულაია საავადმყოფოდან წერილს აქვეყნებს, სადაც ის სოლიდარობას უცხადებს რიონის ხეობის მცველებს, ნიკა მელიას და გიორგი რურუას.

ის ამბობს, რომ ხეობის ოკუპაციას და მიწა-წყლის გაყიდვას ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

"ჩემო მეგობრებო , მხარდამჭერებო და კეთილმოსურვეებო, ამ ეტაპზე თავს ვგრძნობ ნორმალურად , ვარ ისევ საავადმყოფოში და ვარ 10 მაისის მოლოდინში. მაგრამ ამ წერილს არა საკუთარი ამბის მოსაყოლად, არამედ სოლიდარობის ნიშნად ვწერ. პირველ რიგში, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ნიკა მელიას, რომლის სასამართლო პროცესი პოლიტიკური ზეწოლით მიმდინარეობს. ასევე, ნიკასთან ერთად, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო გიორგი რურუას და მინდა ვუსურვო თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. ასევე შეშფოთებული ვარ ნამახვანჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, ხეობის ოკუპაციას და მიწა-წყლის გაყიდვას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო "რიონის ხეობის მცველებს" და ყველა იმ ადამიანს ვინც ქვეყნის დასაცავად დგას. ბევრჯერ ვიდექი თქვენს გვერდით, როგორც ერთი რიგითი პატრიოტი და გარეთ, რომ ვიყო აუცილებლად მანდ ვიქნებოდი, მეც თქვენს გვერდით ვარ შორიდან მაგრამ გულით გიჭერთ მხარს, გაუძელით!! სამართალი აუცილებლად იზეიმებს", - წერს გოგი წულაია.

პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" ყოფილი თანათავმჯდომარე გოგი წულაია თბილისში, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის 126-ე მუხლით იყო აღძრული. თუმცა, 138-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გოგი წულაიამ დაკავებამდე  რამდენიმე დღით ადრე  ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ჯესტი გამოიყენა.

მან ამ ფორმით ტვ "პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქკომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.


ამავე თემაზე:

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.