ახალი ამბები
,,ყველა დაკავებულს ათავისუფლებენ" - ვარლამ გოლეთიანი
FaceBook
ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან აქციის დროს დაკავებულ ათივე აქტივისტს გაათავისუფლებენ.

"გადმოგვცეს, რომ ეტაპობრივად გამოუშვებენ ყველას სასამართლო დარბაზიდან", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ამ წუთებში უკვე ერთი აქტივისტი გაათავისუფლეს, რომელმაც სასამართლოს შენობა უკვე დატოვა.

აქციის ორგანიზატორები ასევე, აპროტესტებენ ერთი წლის წინ ნამახვანჰესის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი ამ დრომდე არ განუხილავს.

გოლეთიანმა შეკრებილ მოქალაქეებს პროტესტის მშვიდობიან ფორმით გამოხატვისკენ მოუწოდა.

"გუშინ საპოლიციო ძალები სასტიკად გაგვისწორდა, ჩვენ ერთი წუთითაც არ შეგვპარვია ეჭვი, რომ მივიღებდით ამ სურათს, რაც ახლა ქუთაისის ცენტრშია. ჩვენი შეკრება ყოველთვის იწყება მოწოდებით, მშვიდობიანად უნდა ვეცადოთ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა. მშვიდობიანმა ქმედებამ მოგვიყვანა ამ დღემდე," - ამბობს გოლეთიანი.

ხეობის მცველების მხარდამჭერთა სოლიდარობის მსვლელობა ქუთაისიდან გუმათში უნდა გამართულიყო, თუმცა პოლიციამ გზები გადაკეტა.

დილის შემდეგ რიონის ხეობაში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დილის 7 საათზე პოლიციამ გუმათჰესთან რკინის ჯებირები აღმართა.

13 აპრილს ხეობის მცველები პროტესტის 171-ე ღამის გათენებას კომპანია "ენკას" ოფისთან გეგმავდნენ. თუმცა, მას შემდეგ რაც კომპანიის მანქანები არ გაატარეს, ისინი სამართალდამცველებმა დაარბიეს და 6 ადამიანი დააკავეს.

ხეობაში 3 აპრილიდან შეიზღუდა გადაადგილება სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, რის გამოც გუმათჰესთან პოლიციამ ე.წ. ბლოგ საგუშაგო მოაწყო.

11 აპრილს სამართალდამცავებმა ხეობის მცველებს კარვები დაუშალა.

13 აპრილს პოლიციამ აქტივისტების დაარბია და 6 ადამიანი დააკავა.

14 აპრილს ბარიკადები აღმართეს და პროტესტის "ხმაურით" გამოხატვა აკრძალეს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულებიდან ცხრა
დემონსტრანტმა იზოლატორი დღეს დატოვა.
11:33 / 21.11.2024
19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულებიდან ცხრა დემონსტრანტმა იზოლატორი დღეს დატოვა.
საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან
დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა.
16:53 / 20.11.2024
საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.