მანქანებით მსვლელობა, რომელიც ქუთაისიდან
რიონის ხეობაში უნდა გამართულიყო, გზების გადაკეტვის გამო ვერ
შედგა.
გუმათში პოლიციის მანქანების უპრეცედენტო
რაოდენობაა მობილიზებული, რის გამოც ხეობაში შესვლა
შეუძლებელია.
მანქანების კოლონა ქუთაისიდან გუმათში
ხეობის მცველების მხარდასაჭერად უნდა დაძრულიყო და აქციას უნდა
შეერთებოდნენ, თუმცა, იმის გამო რომ გზა გადაკეტეს, საპროტესტო
აქცია ქუთაისში გაიმართება.
მანქანებს გუმათიდან არც ქუთასის მიმართულებით ატარებენ,
რის გამოც მოქალაქეები ქუთაისში ფეხით
მიემართებიან.
ცენტრალურ მოედანზე უკვე არიან
შეკრებულები საპროტესტო აქციის მონაწილეები.
საპროტესტო აქცია- მსვლელობა მას შემდეგ დაიგეგმა რაც , 13 აპრილს
პოლიციამ მშვიდობიანი აქცია დაარბია და აქტივისტები
დააკავა.
ხეობის მცველები პროტესტის 171-ე ღამის გათენებას კომპანია "ენკას"
ოფისთან გეგმავდნენ. თუმცა, მას შემდეგ რაც კომპანიის მანქანები არ
გაატარეს, ისინი სამართალდამცველებმა დაარბიეს და 6 ადამიანი
დააკავეს.
ხეობაში 3
აპრილიდან შეიზღუდა გადაადგილება სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, რის
გამოც გუმათჰესთან პოლიციამ ე.წ. ბლოგ საგუშაგო მოაწყო.
11 აპრილს
სამართალდამცავებმა ხეობის მცველებს კარვები
დაუშალა.
13
აპრილს პოლიციამ აქტივისტების დაარბია და 6
ადამიანი დააკავა.
რიონის ხეობაში
433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და
ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს
სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო
უწოდეს.
გარდა
ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა,
ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი
სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის
დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის
ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
მასალის გამოყენების პირობები