"დილით ერთი მანქანა ჩავარდა და ვიდრე მეორე ჩავარდება იმედია
შეაკეთებენ"
გუშინდელი წვიმის შედეგად ქუთაისში, პაოლო იაშვილისა და სოლომონ
პირველის ქუჩაზე ჭის თავები ავარდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, აღნიშნულის გამო, პრობლემები
ავტომობილებით და ქვეითად მავალ მოქალაქეებს ექმნებათ.
"დილით ერთი მანქანა უკვე ჩავარდა და ვიდრე მეორე ჩავარდება იმედია
შეაკეთებენ და დროულად მოაგვარებენ პრობლემას," - ამბობენ სოლომონ
პირველის ქუჩაზე მცხოვრებლები.
როგორც ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, მათთვის
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ და პრობლემას დროულად
აღმოფხვრიან.
მასალის გამოყენების პირობები