"ალბათ, მთელი ღამე ამას
აკეთებდნენ. სამარცხვინოები არიან. ეს ვერ შეგვაჩერებს", - ამბობენ
რიონის ხეობის მცველები და აქტივისტები.
ხეობის მცველები პროტესტის
171-ე ღამის გათენებას კომპანია "ენკას" ოფისთან გეგმავდნენ.
თუმცა, მას შემდეგ რაც კომპანიის მანქანები არ გაატარეს, ისინი
სამართალდამცველებმა დაარბიეს. 6 ადამიანი კი დააკავეს.
ხეობის მცველები დარბევის შემდეგ, იძულებული გახდნენ
გუმათჰესთან დაბრუნებულიყვნენ და ღამე იქ გაეთიათ.
კომპანია "ენკას" ოფისთან გზა
გადაკეტეს და კომპანიის მანქანებს არ უშვებდნენ. მცველები ხეობის
გახნას და სოფელ ნამოხვანში პროტესტის ადგილზე დაბრუნებას ითხოვდნენ,
რომელიც 10 აპრილის შემდეგ აქვთ აკრძალული.
ხეობაში გადაადგილება 3 აპრილიდან
შეზღუდულია, ხოლო 11 აპრილს სოფელ ნამოხვანში ხეობის მცველების მიერ
განთავსებული კარვები აიღეს და ადგილი მძიმე ტექნიკით გადახნეს.
მიზეზი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, მდინარე
რიონის შესაძლო ადიდებაა.
13 აპრილს კი, მშვიდობიანი
აქტივისტები პოლიციამ დაარბია.
რიონის ხეობაში 433 მგვტ.
სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს
შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და
მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.
გარდა ხელისუფლების მიერ აღებული
კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის
ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის
მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების
შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და
მიაღწევს ქუთაისამდე.
ფოტო მარიტა
ტყეშელაშვილი
მასალის გამოყენების პირობები