ახალი ამბები
"კადრი-ქუთაისი" - ქუთაისის მერიამ ფოტოკონკურსი გამოაცხადა
FaceBook
დღეს, ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით, დაიწყო ფოტოკონკურსი "კადრი-ქუთაისი".

ფოტოკონკურსის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ფოტოგრაფები (მოყვარულები და პროეფესიონალები) და ხელი შეუწყოს ქუთაისში ფოტოგრაფიის განვითარებას.

ფოტოკონკურსის თემა:

ძირითადი ფოტოკონკურსის თემა არის თავისუფალი.

პრემია „პუბლიკის სიმპატიის“ თემა არის „ქუთაისი: ქალაქი და ადამიანები“ - ქალაქის ხასიათი, კოლორიტი, დინამიკა, არქიტექტურა, დეტალები, ადამიანები - ანუ ყველაფერი ის, რაც ჩვენს ქალაქს სხვებისგან განასხვავებს და მას განსაკუთრებულად აქცევს.

პრემია „ილო“ ატარებს ცნობილი ქუთაისელი ფოტოგრაფის ილო ხახიაშვილის სახელს და გადაეცემა პორტრეტის ჟანრში შესრულებულ საუკეთესო ნამუშევარს
ძირითად კონკურსში შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფოტოგრაფიულ ჟანრში (პეიზაჟი, პორტრეტი, ჟანრული სცენა/ქუჩის ფოტოგრაფია, რეპორტაჟი ) გადაღებული ფოტო. ერთი კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათების მაქსიმალური რაოდენობაა 5 ფოტო.

კონკურსში წარმოდგენილი ფოტოები გადაღებული უნდა იყოს 2014-2015 წლებში. საავტორო უფლება უდნა ეკუთვნოდეს იმ პიროვნებას, ვისი სახელითაც წარდგენილია ნამუშევარი კონკურსში მონაწილეობისთვის.

ფოტოკონკურსის პრემიები:

ფოტოკონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია 5 პრემია
პირველი პრემია - 800 ლარი;
მეორე პრემია - 600 ლარი
მესამე პრემია - 500 ლარი
პრემია „ილო“ – 400 ლარი
პრემია “პუბლიკის სიმპატია” - 300 ლარი გადაეცემა იმ ფოტოს ავტორს, რომლის ნამუშევარიც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს ფეისბუქის გვერდზე, ქ. ქუთაისის მუნიც. მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის განყოფილებები.

ფოტოკონკურსში გამარჯვებულებს ფულად პრემიებთან ერთად გადაეცემათ:

• I ადგილის პრიზი (მცირე ზომის ფოტოაპარატის ქანდაკება)
• II ადგილის პრიზი (მცირე ზომის ფოტოაპარატის ქანდაკება)
• III ადგილის პრიზი (მცირე ზომის ფოტოაპარატის ქანდაკება)
• პრემია ,,ილო“ (ილოს გამოსახულებიანი მინი ქანდაკება).
• “პუბლიკის სიმპატიის” პრიზი (სოციალურ ქსელში მოწონების აღმნიშვნელი სიმბოლოიანი ქანდაკება)

კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების და ასევე საუკეთესო 50 ფოტოსგან დაკომპლექტდება გამოფენა, რომელიც გამარჯვებულთა დაჯილდოვების დღეს გაიხსნება. 

გამოფენისთვის შერჩეული ფოტოების დაბეჭდვას ფოტოკონკურსში შემოსული ელექტრონული ფაილების საფუძველზე უზრუნველყოფენ კონკურსის ორგანიზატორები.

ფოტოკონკურსზე წარსადგენი მასალა:

1. კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ციფრული ფაილები. ფაილები განაცხადთან ერთად (განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება ფეისბუქზე არსებული გვერდიდან ქ. ქუთაისის მუნიც. მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის განყოფილებები ) უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3, I სართული, მერიის კანცელარია, ოთახი №3. ან ხელმოწერილი განაცხადის დასკანერებული ვერსია გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

შენიშვნა: კონკურსანტებმა უნდა მიუთითონ კონკურსის რომელ სექციაში სურთ მონაწილეობის მიღება: ძირითადი კონკურსი, რუბრიკა „ილო“ თუ „პუბლიკის სიმპატიის პრიზი“

2. გამოსაგზავნი ფაილის მოცულობა - 20x30 სმ, 300 dpi

შენიშვნა: ჟიური იტოვებს უფლებას, რომ ის ფაილები, რომლებიც არ დააკმაყოფილებენ კონკურსის პირობებში მითითებულ ტექნიკურ პარამეტრებს, არ განიხილოს კონკურსში მონაწილედ.

3. „პუბლიკის სიმპატიის“ პრემიისთვის განკუთვნილი ყველა ფოტო განთავსდება ფეისბუქ გვერდზე ქ. ქუთაისის მუნიც. მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის განყოფილებები და მომხმარებელთა აქტივობის საფუძველზე მოხდება მეოთხე პრემიის - “პუბლიკის სიმპათიის” გამოვლენა.

ზოგადი დებულებები:

1. ფოტოკონკურსს აწყობს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.
2. ფოტოკონკურსი ჩატარდება ქალაქ ქუთაისში, რუსთაველის გამზირი №3
3. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომელთათვისაც სავალდებულოა კონკურსის პირობების დაცვა და შესრულება.
3. ფოტოკონკურსი ცხადდება ერთ ტურად. სამუშაო ენა ქართული.
4. ფოტოკონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არა ნაკლებ სამი კონკურსანტის მონაწილეობის შემთხვევაში

გამარჯვებულების გამოვლენისას ჟიური იხელმძღვანელებს საკონკურსო ნამუშევრის მხატვრული ანუ ფოტოგრაფიული ღირებულებით და კონკურსის თემასთან ნამუშევრის შესაბამისობის ხარისხით. ასევე გათვალისწინებული იქნება:
- თემის გახსნისთვის გამოყენებული ფოტოგრაფიული ჟანრის (პორტრეტი, რეპორტაჟი, პეიზაჟი, ჟანრული სცენა და ა.შ.) ორიგინალურობა;
- ნამუშევრების შესრულების ტექნიკური დონე და მხატვრული გადაწყვეტა;
- კონკურსში წარმოდგენილი ფაილის მინიმალური ტექნიკური ანუ კომპიუტერული დამუშავების ხარისხი

1. კონკურსის გამოცხადება: 2015 წლის 16 ნოემბრიდან
2. საკონკურსო ნამუშევრები მიიღება: 2015 წლის 16 ნოემბრიდან 16 დეკემბრამდე
3. პრემია “პუბლიკის სიმპატიის“ ნამუშევრებისთვის ხმების მიღება შეწყდება 16 დეკემბერს 18:00 საათზე
4. შედეგები გამოცხადდება: 2015 წლის 24 დეკემბერს.
ფოტოკონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები

1. პრემირებული ნამუშევრები, ისევე როგორც სხვა, არაპრემირებული ფოტოები, რომლებიც გამოფენისთვის დაიბეჭდება გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
2. ფოტოკონკურსის შედეგები გამოცხადდება პრესაში, ტელევიზიით და რადიოთი.
3. კონკურსში წარმოდგენილი მასალის (ციფრული ფაილის)ტექნიკურ გამართულობაზე პასუხს აგებს წარმომდგენი/კონკურსში მონაწილე.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვმართოთ მისამართზე:
ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3, II სართული, ოთახი №212.
ტელეფონები: 24 58 47; 24 96 35
ელექტრონული ფოსტით მისამართზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.