ახალი ამბები
მსველელობა "ენკას" ოფისთან - აქციის მონაწილეები კომპანიას ხეობის დატოვებისკენ მოუწოდებენ
FaceBook
გუმთჰესთან შეკრებილებილები მსვლელობით რიონის ხეობაში  ჰესების მშენებლი კომპანია "ენკას" ოფისთან მიემართებიან.


ხეობის ერთ-ერთი "მცველის"  ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქტივისტები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ კომპანიას დატოვოს რიონის ხეობა.

ცოტა ხნის წინ , რიონის ხეობაში, გუმათჰესთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას ქონდა ადგილი.

ადგილზე მობილიზებულმა უპრეცედენტო რაოდენობის სამართალდაცავებმა რიონის ხეობის "მცველებს" და მათ მხარდამჭერებს სოფელ ნამოხვანში შესვლის უფლება არ მისცა.

საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 11 აპრილს აქციის ორგანიზატორები ნამოხვანში, სადაც კარვები იყო გაშლილი, პოლიციამ არ შეუშვა.

სამართალდამცავებმა ნამოხვანში აქტივისტების ყველა კარავი აიღეს. მიზეზად კი პოლიციამ ის დაასახელა, რომ არსებობდა მდინარე რიონის ადიდების საფრთხე, რის გამოც აქტივისტებს მდინარის სანაპიროზე გაშლილი კარვები უნდა დაეტოვებინათ.

იმავე საღამოს გუმათჰესთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აქციის მონაწილეებს, რომლებმაც გზა ჩაკეტეს და ნამოხვანში გადაადგილების ნებართვას ითხოვდნენ, პოლიციამ გზის გასახსნელად ნახევარსაათიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროპორციული ძალის გამოყენება დააანონსა.

გუმათჰესთან აქცია 16:00 საათზეა დაგეგმილი.

პოლიციას ჩაკეტილი აქვს ნამახვანთან მისასვლელი გზაც. პარალელურად მიმდინარეობს სამი დღის წინ მდინარე რიონში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები.

ხეობაში ვითარება 3 აპრილს მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ენკას" ახალი დირექტორი პოლიციასთან ერთად მივიდა. სწორედ მას შემდეგ განახლდა გიგანტური ჰესების სამშენებლო სამუშაოები. 3 აპრილიდან განთავსდა ე.წ. პოლიციის ბლოგ პოსტი სოფელ გუმათთან, სადაც არავის უშვებენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.