შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის,
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ი.ქ., ნარკოტიკული
საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქუთაისში
დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი
ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის 127 აბი, 20 ცალი
კრისტალი, აბის 22 ნატეხი სავარაუდო ნარკოტიკული
ნივთიერება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას
გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები