სოფელ ნამახვანთან, რიონის ხეობაში განვითარებულ
მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას
ავრცელებს.
სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ
კარვების დაშლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას
სახალხო დამცველი დამატებით შეისწავლის.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაუყოვნებლივ
მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე
შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა.
“სახალხო დამცველი აქტიურად აკვირდება რიონის
ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს. სახალხო დამცველის
წარმომადგენელი ამ დრომდე ხეობაშია, მათ შორის იმ ადგილზეც
იმყოფებოდა, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეთა კარვები დაშალა და
უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა მხარეებთან. კარვების დაშლის თაობაზე
მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას სახალხო დამცველი დამატებით
შეისწავლის.
ქუთაისიდან ნამოხვანის მიმართულებით გზა ერთი
მხრიდან უკვე რამდენიმე დღეა გადაკეტილი აქვს პოლიციას, ხოლო მეორე
მხრიდან, კარვების აღების შემდეგ, პროტესტის მიზნით გადაკეტეს აქციის
მონაწილეებმა, რომლებიც ითხოვენ ნამოხვანში შეკრების გაგრძელების
შესაძლებლობის მიცემას.
კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებიდან
გამომდინარე, შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის თავიდან
აცილების მიზნით, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა
სამინისტროს:
დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ
მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების
შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის
საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი
სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ
დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს საზოგადოებას მიაწოდოს
დეტალური ინფორმაცია სოფელ ნამოხვანთან მისასვლელი გზების გადაკეტვის
მიზეზებისა და ხანგრძლივობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი
აგრძელებს ბოლო პერიოდში და დღეს რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენების
და შესაძლო უფლებადარღვევების დეტალურ შესწავლას, რომლის შედეგებსაც
დამატებით აცნობებს მოსახლეობას”, - ნათქვამია
განცხადებაში.
რიონის ხეობაში 11 აპრილი ერთ-ერთი დაძაბული დღე
აღმოჩნდა. "მცველების" ნების საწინააღმდეგოდ პოლიციამ კარვები
დაშალა.
ხეობაში ვითარება 3 აპრილს მას შემდეგ დაიძაბა,
რაც "ენკას" ახალი დირექტორი პოლიციასთან ერთად მივიდა. სწორედ მას
შემდეგ განახლდა გიგანტური ჰესების სამშენებლო სამუშაოები. 3
აპრილიდან განთავსდა ე.წ. პოლიციის ბლოგ პოსტი სოფელ გუმათთან, სადაც
არავის უშვებენ.
გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და
პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე
სამგზავრო მიკროავტობუსებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცველები
გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ იმ პირებს, რომლებიც შესაძლოა,
ხეობის მცველ აქტივისტებს შეუერთდნენ.
მასალის გამოყენების პირობები