რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანში ხეობის
"მცველების" კარვების ნაწილი პოლიციამ უკვე დაშლა.
ადგილზე
მობილიზებულია ათობით სამართალდაცავი, რომელიც ტერიტორიაზე არავის
უშვებს, მათ შორის ჟურანალისტებსაც.
პოლიციამ
"უსაფრთხოების" მიზნით კარვების გატანა ორი საათის წინ დაიწყო.
აღნიშნული ბრძანება იმერეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელმა გასცა,
რომელსაც თავის მხრივ, რიონის ხეობის "მცველების" თქმით,
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაავალა.
ადამიანები,
რომლებიც უკვე 5 თვეა კარვებში ათენებ, აცხადებენ, რომ თავიანთი
ნივთების აღების უფლებას არ აძლევენ.
"რა დედამ
გშობათ, გამყიდველებო თქვენ", - ამ შეძახილების ფონზე უწევდა კარვების
გატანა სამართალდამცველებს.
თუ რატომ გახდა
საჭირო კარვების გატანა ხეობიდან - აღნიშნულზე შინაგან საქმეთა
სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა.
რიონის ხეობაში
გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილის შემდეგ. სოფელ გუმათში საპოლიციო
ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს.
გზა გადაკეტილია
რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ
ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს.
ადგილობრივების
ინფორმაციით, სამართალდამცველები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ
იმ პირებს, რომლებიც შესაძლოა, ხეობის მცველ აქტივისტებს
შეუერთდნენ.
„ნამახვანჰესის“
მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღეა კარვებია გაშლილი.
აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ
ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც.
სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3
აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკას“ ახალი დირექტორის მერაბ
ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.
რიონის ხეობაში
433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და
ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს
სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო
უწოდეს.
გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური
ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ
შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და
ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი
ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები