ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები
რიონის ხეობაში გრძელდება.
პროცესში მყვინთავები ჩაერთნენ. ადგილზე რვა ნავია მობილიზებული.
სამძებრო ოპერაციაში მაშველების სხვადასხვა რეგიონდან ჩართვა გახდა
საჭირო.
გვიან ღამით ადგილზე კარავი გაიშალა, სადაც
საგანგებო შტაბი მოეწყო.
"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. შინაგან საქმეთა
სამინისტრომ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. სხვა დამატებით
კითხვაზე გამოძიება გასცემს პასუხს"- ამბობს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის
და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან
თამაზაშვილი.
კითხვაზე იყო თუ არა გაუჩინარებული მამაკაცი
არაფხიზელ მდგომარეობაში და თუ გამოიკითხა მისი თანმხლები პირი,
პასუხობს, რომ ყველა კითხვას გამოძიება მოკლე ვადებში გასცემს
პასუხს.
ახალგაზრდა მამაკაცი მდინარე რიონში 10აპრილს
შევიდა და გაუჩინარდა.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები