რიონის ხეობის აქტივისტის ლაშა ქუთათელაძის
სასამართლო პროცესი დასრულდა.
დაკავებული ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
მოსამართლემ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და აქტივისტი
გაათავისუფლა. ლაშა ქუთათელაძე საპატიმროს სავალდებულო პროცედურების
გავლის შედეგ დატოვებს.
"მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონდა ადგილი სამართალდარღვევას. რის
საფუძველზეც იყო ოქმი შედგენილი, ეს არის პოლიციელის კანონიერი
მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, ამ შემადგენლობას სახეზე ადგილი არ
ჰქონია. მოსამართლემ არ დააკნინა სამართალდარღვევის ფაქტი და გაიზიარა
ჩვენი პოზიცია. მან არ ცნო პირი სამართალდამრღვევად და შეწყვიტა
სამართალწარმოება", - განაცხადა "საიას" იურისტმა სალომე
სალდაძემ ქუთაისიპოსტთან საუბარში.
ლაშა ქუთათელაძე პოლიციამ 9 აპრილს, იმ დროს დააკავა, როცა აქტივისტი სოფელ ნამოხვანში,
კარვებში დაბრუნებას ცდილობდა. დაკავებულს 1000-დან 4000 ლარამდე
ჯარიმა, ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრებოდა.
რიონის ხეობაში უკვე რვა დღეა საპოლიციო პოსტია მოწყობილი. გუმათჰესის
ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში არიან სამართალდამცავები მობილიზებული და
რკინის ჯებირებით აქვთ ხეობა გაყოფილი. ისინი მოქალაქეებს სოფელ
ნამოხვანისკენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
ამოწმებენ როგორც კერძო, ასევე, რეგულარულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს
და იწერენ მგზავრების პირად მონაცემებს.
ამავე თემაზე:
"არ არსებობს გადაადგილების შეზღუდვის
აუცილებლობა" - რიონის ხეობაში სახალხო დამცველი
ჩავიდა
მასალის გამოყენების პირობები