ენგურზე მომხდარი ტრაგედიის გამო 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ
გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი განკარგულება ქვეყნის მთელ
ტერიტორიაზე ვრცელდება.
დროშა დაუშვეს სახელმწიფო უწყებების შენობებზე, მათ შორის ქუთაისის
მერიის ადმინისტრაციულ შენობაზეც.
11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებული
იქნება
გალში მცხოვრები 4 მოქალაქე 7 აპრილს მდინარე ენგურში დაიღუპა. ისინი
მდინარე ენგურის გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე
შემოსვლას ცდილობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები