ხონი-მათხოჯის საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო
შემთხვევას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით მძღოლმა საჭე ვერ
დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს დაეჯახა და ადგილზე
გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის,
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით
მიმდინარეობს,
რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების
დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები