ახალი ამბები
"აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე გახდება ცნობილი, დაწესდება თუ არა შეზღუდვები''
FaceBook
აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე გახდება ცნობილი, ქვეყანაში დაწესდება თუ არა რაიმე სახის შეზღუდვები.


ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

"ადრე არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რა იქნება სააღდგომოდ, ვინაიდან ამ ეტაპისთვის ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, თუმცა, ინფექციის ზრდა ფიქსირდება. დაახლოებით, აღდგომის პერიოდამდე ერთი კვირით ადრე გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება გეგმა დღესასწაულებთან მიმართებაში''-, განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საკორდინაციო საბჭოს ქვეყნაში დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე არ უმსჯელია.

,,ამ ეტაპისთვის საბჭოს არ უმსჯელია შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა, იცით, რომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევები, რითაც იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ შეზღუდვების გარეშე დავძლიოთ და გავაკონტროლოთ ის მომატებული ინფექციის რაოდენობა, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიმჩნევა."

ქვეყანაში ამ ეტაპზე გადაადგილების შეზღუდვა მოქმედებს. კომენდანტის საათი სარამოს 21:00 საათიდან დილით 05:00 საათამდე მოქმედებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნა 4 მარტიდან დაიწყო.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ხარებავას ქუჩის მოსახლეობა, მათ დასახლებაში მეტადონის
პროგრამით მომსახურების ცენტრის გადატანას აპროტესტებს.
11:34 / 28.11.2024
ქუთაისში, ხარებავას ქუჩის მოსახლეობა, მათ დასახლებაში მეტადონის პროგრამით მომსახურების ცენტრის გადატანას აპროტესტებს.
11:21 / 27.11.2024
"ქუთგანათების სერვისი", საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 235 800 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.