კონფერენცია
ორდღიანია და 14 ნოემბერს მომხსენებელთა დისკუსიით
დასრულდება.
ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტში დღეს, პირველი საერთაშორისო სამეცნიერო
კონფერენცია თემაზე "თანამედროვე განვითარების ეკონომიკური,
სამართლებრივი და სოციალური პრობლემები - 2015" გაიხსნა.
კონფერენციას უნივერსიტეტის
ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის მერიც, შოთა მურღულიაც დაესწრო.
წერეთლის უნივერსიტეტის წარმომადგენლების განმარტებით, მსგავსი ტიპის კონფერენციები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც
, მათივე თქმით, კონფერენციების დროს ხდება
მოსაზრებების ურთიერთგაცვლა.
"ეს კი ძალიან მნიშვნელოვნია საჯარო მოხელეებისთვის",
- აღნიშნა შეხვედრაზე ქალქის მერმა შოთა მურღულიამ.
კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი
საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში
გაიხსნა.
კონფერენცია
ორდღიანია და 14 ნოემბერს მომხსენებელთა დისკუსიით
დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები