ომბუდსმენის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, 2020
წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები
ოჯახების რიცხვი, სადაც ფიქსირდება 1 ბავშვი მაინც, 71 766-დან 87 527
ოჯახამდე გაიზარდა.
Შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 15 761 ოჯახით მეტი გახდა. 3 და მეტი
ბავშვიანი ოჯახების რიცხვი კი 20 750-დან 25 782 ოჯახამდე გაიზარდა.
Ანუ 5032-ით მეტ მრავალშვილიან ოჯახი საჭიროებს სახელმწიფო
დახმარებას. Ამავე პერიოდში გაიზარდა აღნიშნულ პროგრამაში ჩართული
არასრულწლოვნების რიცხვიც.
იყო 152,353 არასრულწლოვანი, ხოლო წლის ბოლოს - 186,131
არასრულწლოვანი ბენეფიციარი გახდა. Ანუ 33 776-ით მეტი გახდა.
Ანგარიშის თანახმად 2020 წლის მაისში, კორონავირუსით გამოწვეული
ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 22
644-მა ბავშვიანმა ოჯახმა მიიღო ფულადი კომპენსაცია, ხოლო ოქტომბერში
- 25154 ოჯახი იყო ჩართული ამ სერვისში.
სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციის გაცემის მიუხედავად, საანგარიშო
პერიოდში სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა მოქალაქემ მიმართა
უმუშევრობითა და არასათანადო სოციალური გარემოთი განპირობებული
ბავშვთა სიღარიბის, მათ შორის, სათანადო საკვები პროდუქტებით,
ტანისამოსით, სასწავლო ნივთებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის
პრობლემებზე.
Ეს პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ აისახება სოფლად და მაღალმთიან
რეგიონებში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებში, სადაც მწირია მიზნობრივი
დახმარების მუნიციპალური სერვისები. სახალხო დამცველის შეფასებით,
მოქმედი სოციალური დაცვის სისტემა, არსებული სახელმწიფო და
მუნიციპალური სერვისები არ აღმოჩნდა საკმარისი კორონავირუსის
პანდემიის პერიოდში ბავშვიან ოჯახებში სიღარიბის კუთხით წარმოქმნილ
გამოწვევებთან გასამკლავებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახების
დიდი ნაწილი სამუშაო ადგილის გარეშე დარჩა.
სახელმწიფოს მხრიდან მიღებული სოციალური შემწეობა ოჯახებს ხშირად არ
ჰყოფნით ბავშვების გამოსაკვებად, ტანსაცმლის და პირველადი
საყოფაცხოვრებო/საგანმანათლებლო ნივთების შესაძენად.
მასალის გამოყენების პირობები