ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო
გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე შეზღუდვა
დაწესდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების
დეპარტამენტი ავრცელებს.
"აკრძალულია მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - განმარტავენ საავტომობილო
გზების დეპარტამენტში.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის
მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები