LC Wikiki თურქული კომპანიაა,
კომპანიის დევიზია "ყველას აქვს უფლება ჩაიცვას
კარგად".
ქუთაისში
LC Wikiki - ის (ელსი ვაიკიკი) მაღაზიის გახსნაზე ლენტი
ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ გაჭრა. მისი თქმით, კარგია როცა ქალაქში
ასეთი ბრენდული მაღაზიები იხსნება. რაც, მურღულიას თქმითვე, ქალაქში
სამუშაო ადგილებს და ეკონომიკას გაზრდის.
,,იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ ქუთაისში მაღაზიები იხურება,
მინდა იმედები გავუცრუო. ქუთაისში ბოლო პერიოდში რამდენიმე
სერიოზული მაღაზია გაიხსნა. რაც ბიზნესის
განვითარებას და მეტი ადამინის დასაქმებას ნიშნავს"-განაცხადა
ქუთაისის მერმა.
LC Wikiki ის ქუთაისის ფილიალში განმარტავენ, რომ მომხმარებელს
საშუალება ექნება შეიძინონ როგორც ტანსაცმლი, ფეხსაცმელი, ასევე,
აქსესუარები.
როგორც
LC Wikiki -ის ქუთაისის ფილიალის მენეჯერმა განმარტა,
სამსართულიან მაღაზიაში მომხმარებელს ფართო არჩევანი ექნება.
LC Wikiki თურქული კომპანიაა, კომპანიის დევიზია "ყველას აქვს
უფლება ჩაიცვას კარგად".
LC Wikiki -ის ნაწარმი საერთაშორისო ბაზარზე კარგი ხარისხის
ხელმისაწვდომ პროდუქციად ითვლება.
მასალის გამოყენების პირობები