"Მესხიშვილის თეატრში მუშაობა პარალელურად 8
ახალ სპექტაკლზე მიმდინარეობს",
- განმარტა Მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე
აბაშიძემ მედიისთვის გამართულ შეხვედრაზე. კოტე აბაშიძემ იმ გეგმებზე
ისაუბრა, რომელსაც თეატრი აპრილიდან ივნისის ჩათვლით გეგმავს.
"აპრილიდან ივნისის ჩათვლით შემოქმედებითად დატვირთული სამი თვე
გვექნება იმედი მაქვს ასე იქნება და პანდემიის კონტექსტში არანაირი
საშიშროება ყველაფერ ამას არ ელოდება", - აღნიშნა კოტე აბაშიძემ.
160-ე სეზონი თეატრმა ახალ ღია სივრცეში "მწვანე თეატრში" გახსნა,
თუმცა სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, ოქტომბერში ერთხელ გახსნილ
სეზონს თეატრი აპრილში მეორედ გახსნის.
3 აპრილს მესხიშვილის თეატრში Წარმოადგენენ პრემიერას "ელისი
საოცრებათა ქვეყანაში", რომლის დადგმასაც რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი
განახორციელებს.
"ლამაზი და რთული სპექტაკლით გამდიდრდება თეატრის რეპერტუარი", -
ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. Პრემიერა იგეგმება 23
აპრილსაც.
კოტე აბაშიძე წარმოადგენს მონოსპექტაკლს "თქვენო უდიდებულესობავ"
ნუგზარ ლორთქიფანიძის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.
"სპექტაკლი ნუგზარ ლორთქიფანიძის ხსოვნას მიეძღვნება". Პრემიერები
იგეგმება მაისში. მაგისტრანტი რეზი ქაროსანიძე წარმოადგენს სარტრის
ნაწარმოებების მიხედვით სპექტაკლს "თეატრი".
Რეჟისორები ლევან სვანაძე და კოტე აბაშიძე ეჟენი იონესკოს "ორთა
ბოდვის" პრემიერასაც მაისში შესტავაზებენ პუბლიკას. Კოტე აბაძშიძის
ინფორმაციით, თეატრში იწყება უილიამ შექსპირის "მაკბეტზე" მუშაობა,
რომელსაც ოპერის თეატრის კაპელასთან ერთად განახორციელებენ.
"მაკბეტი" ასე ვთქვათ ცენტრალური პროექტია, რომელიც ევროსაბჭოს
კულტურული ფორუმისთვის მზადდება. ფორუმი იუნესკოს ეგიდით Სექტემბრის
ბოლოს გაიმართება ქუთაისში. 500 დელეგატი დაესწრება. თეატრი მზად
შეხვდება ამ მოვლენას".
Თუმცა სპექტაკლის პრემიერა ივნისის ბოლოს გაიმართება. Პარლელურად
დატვირთული იქნება მცირე სცენა, სადაც რეჟისორი კახა გოგოლაშვილი
წარმოადგენს კომედიას "სიყვარული კუბოს კარამდე". Მუშაობას იწყებს
მწვანე თეატრი, Სადაც მსახიობი და რეჟისორი ავთო სახამბერიძე
სპექტაკლს "ბარდნალა" დადგამს მწვანე თეატრში.
ინგა მესხორაძე წარმოადგენს სპექტაკლს Ნიკო გომელურის ნაწარმოებების
მიხედვით, რომელიც პოეტის და მსახიობის ხსოვნას მიეძღვნება.
მასალის გამოყენების პირობები