ავტომანქანების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 24 499
ლარი დაიხარჯა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ორი ავტომანქანა (ჯიპი და სედანი) შეიძინა.
რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 24 499 ლარი დაიხარჯა.
აღნიშნულმა მუნიციპალიტეტმა ავტომანქანების შესაძენად ელექტრონული
ტენდერი რამდენიმეჯერ იყო გამოაცხადა. ბოლოს ადგილობრივმა
თვითმმართველობამ მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გამოაცხადა. რომლის
შედეგადაც ავტომანქების შეძენა მოხდა.
" ეს არ არის კონკრეტული ადამიანისთვის განსაზღვრული, ეს მანქანები
მუნიციპალიტეტს სჭირდება, რდგან წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სხვდასხვა
ინფრატსრუქტურული სამუშაოები მიმდინარებს, რომელსაც დათვალიერება და
ადგილზე მისვლა სჭირდება. ", - განმარტავს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში
გამგებლის მოადგილე.
ზაზა ზნელაძის ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ავტოპარკი ამ
დროისთვის ორ ავტომანქანას ითვლის. ძნელაძის განმარტებით, ორივე
ავტომანქანა 90-იანი წლების გამოშვებისაა და უკვე მწყობრიდან
გამოსულია.
მასალის გამოყენების პირობები