იმერეთში კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი
დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო
ავრცელებს.
უწყების განმარტებით, ავტოსატრანსპორტო
საშუალებების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი
ამხილეს.
"ბრალდებულმა, პირადი სარგებლის მიღების მიზნით,
იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში,
კერძო მფლობელობაში არსებული ავტომანქანის შემოწმებისას, მისი
ვიზუალური და ტექნიკური დაზიანების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის
დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა
დარღვევით გასცა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში",
- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს,
თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები