აღნიშნული ტენდერის
ღირებულება 3 330
ლარია.
ქუთაისის მერია ადგილობრივი მხატვრების მიერ მიმდინარე წელს
შესრულებული ნამუშევრების გამოფენის უზრუნველყოფას გეგმავს. რის
გამოც, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 31 დეკემებრს 20 მხატვრის
დაახლოებით 80-მდე ნამუშევრის გამოფენის მოსაწყობად მიმდინარე წლის 12
ნოემბერს ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, სადაც წინადადების მიღება
28 ნოემბერს დაიწყება და ის 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
აღნიშნული ტენდერის ღირებულება 3 330 ლარია. ტენდერში
გამარჯვებული ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ექსპოზიციის მოწყობა
და გამოფენის მონტაჟი-დემონტაჟი. ასევე, გამოფენის მიმდინარეობის დროს
უზრუნველყოს ფოტომომსახურება და მინიმუმ 100 კადრის გადაღება, 5 DVD
დისკზე ჩაწერა, ფოტოების ფერადი ბეჭდვა (80 ფოტო, ზომით18X24) და
კომპიუტერული დამუშავება.
ფოტო ნამუშევრების გამოფენა საგამოფენო დარბაზში "ვარლა" მოეწყობა.
მასალის გამოყენების პირობები