ქუთაისის ოპერის თეატრი მუშაობას აპრილიდან
განაახლებს.
ერთწლიანი პაუზის შემდეგ პირველი სპექტაკლი,
რომელიც ქუთაისის ოპერის თეატრის შენობაში გაიმართება პიეტრო მასკანის
"სოფლის ღირსებაა".
სპექტაკლის დირიჟორია რეზო ჯავახიშვილი. მთავარ
პარტიებს შეასრულებენ ფერიდე ჯინჯიხაძე, ბადრი ადამია, ინგა
ფუტკარაძე, ბაკურ კვირიკაშვილი, ირმა შავგულიძე, ასევე თეატრის გუნდი
და ორკესტრი.
დასაწყისი 17 საათზე.
თეატრებს რეპეტიციების გამართვის საშუალება 15
მარტიდან მიეცათ.
პანდემიის გამო ოპერის თეატრმა მუშაობა გასული
წლის ორ მარტს შეწყვიტა.
ახალი სეზონი, გასული წლის ოქტომბერში,
მესხიშვილის თეატრის ღია სივრცეში ე.წ.მწვანე თეატრში გახსნეს თუმცა
მუშაობა შეზღუდვების დაწესების გამო ვეღარ გააგრძელეს.
მასალის გამოყენების პირობები