ახალი ამბები
ქუთაისის გენერალური განვითარების გეგმა თბილისში განიხილეს
FaceBook
ქუთაისის გენგეგმა, რომელსაც ქალაქი 30 წელზე მეტია ელოდება, სპეციალისტებმა თბილისში განიხილეს.

შეხვედრა "საქართველოს არქიტექტორთა კავშირის" ინიციატივით  დედაქალაქში გაიმართა. განხილვას ქუთაისის მერიც ესწრებოდა.

"დაინტერესებული მხარეები თბილისში შევიკრიბეთ და განვიხილეთ გენერალური გეგმის ხედვის ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რაც შეიძლება ბევრი ქუთაისელი ჩაერთოს ამ განხილვებში და მათ თავად გადაწყვიტონ, როგორი უნდა იყოს ქუთაისი მომდევნო 20 წლის მანძილზე", - წერს იოსებ ხახალეიშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

ქუთაისის არქიტექტურის სააგენტოს ხელმძღვანელი, რუსუდან ჩინჩალაძე ამბობს, რომ თბილისში შეხვედრა იმის გამო შედგა, რომ "არქიტექტორთა კავშირი" რომლის მიერაც იყო ორგანიზებული განხილვა, ასაკოვანი სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. ამის გამო, ისინი ქუთაისში ჩამოსვლას ვერ შეძლებდნენ.

"ესენი არიან ძალიან საპატივცემულო, ასაკში მყოფი სპეციალისტები, რომელთა ქუთაისში ჩამოსვლა არც განიხილებოდა. ისინი ამას ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ. რაც შეეხება განხილვას, ეს იყო გენგეგმის პირველი ეტაპის დოკუმენტაციაზე მსჯელობა, რომელიც სრულად არის ტექნიკური. 14 შეხვედრა გვაქვს უკვე ქუთაისში ჩატარებული და რატომღაც ამით არ დაინტერესებულა მედია", - განაცხადა რუსუდან ჩინჩალაძემ.

მისი თქმით, ქუთაისის გენგეგმა მზადების პირველ ეტაპზეა. განხილვის პროცესში მოქალაქეების ჩართულობა კი მას შემდეგ მოხდება, რაც დოკუმენტში საბოლოო ხედვა იქნება ჩამოყალიბებული.  ქალაქის ურბანული განვითარების მთავარი დოკუმენტი პირველ ეტაპზე ქუთაისის ბიუჯეტს 600 000 ლარამდე უჯდება. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, გენგეგმის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდება. გეგმა ქუთაისმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

ქუთაისს გენერალური განვითარების გეგმა 1984 წლიდან არ ჰქონია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.