ახალი ამბები
"ფაიზერით" აცრის მსურველთა რაოდენობამ ერთ დღეში 6000-ს გადააჭარბა
FaceBook
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა "ფაიზერით" აცრის სურვილი ოფიციალურად უკვე 6080-მა ადამიანმა დააფიქსირა.

მაშინ, როცა "ასტრაზენეკას" ვაქცინა 12 დღეში 5 000-მა ადამიანმა აირჩია.

მას შემდეგ, რაც ახალციხეში "ასტრაზენეკას" აცრის შედეგად განვითარებული ანაფილაქსიური შოკით 27 წლის მედდა გარდაიცვალა და სამედიცინო პერსონალის ნაწილმა ვაქცინის გაკეთებაზე უარი თქვა, ვაქცინაციაში ჩართვის შესაძლებლობა 65 წელს გადაცილებულ პირებსაც მიეცათ.

როგორც მონაცემებით ირკვევა, მოქალაქეები უფრო მეტად "ფაიზერის" ვაქცინას ენდობიან.

ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNtech - ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 24 მარტს ჩამოვიდა.
ვაქცინაციის მსურველები სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge უნდა დარეგისტრირდნენ.

საჭიროების შემთხვევაში, ასევე, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე (15 22). აცრის მსურველებს "ფაიზერსა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება აქვთ.  აცრის გაკეთება  შესაძლებელია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ხარებავას ქუჩის მოსახლეობა, მათ დასახლებაში მეტადონის
პროგრამით მომსახურების ცენტრის გადატანას აპროტესტებს.
11:34 / 28.11.2024
ქუთაისში, ხარებავას ქუჩის მოსახლეობა, მათ დასახლებაში მეტადონის პროგრამით მომსახურების ცენტრის გადატანას აპროტესტებს.
11:21 / 27.11.2024
"ქუთგანათების სერვისი", საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 235 800 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.