წულუკიანმა შალვა რამიშვილთან ინტერვიუში
ბრძანა:
"თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს
გამოთქვამს, რა თქმა უნდა, აქ მე შევეცდები, რომ მათი განსხვავებული
აზრი გავიგო, საიდან მოდის. თუ ეს არის უფასო კრიტიკა, ასე ვეძახი მე
ამას, ანუ თუ ასეთია მისი მრწამსი, მაშინ ვეცდები, გავიგო, რამდენად
უშლის ხელს ეს შიგნით ორგანიზაციის
ფუნქციონირებას".
Მინისტრის ეს ნათქვამი თეატრებში ცენზურის
დაწესებად და დიქტატურის დაანონსებად შეაფასა საოპერო მომღერალმა
ანიტა რაჭველიშვილმა.
"დიქტატურა ყველგან! გეშინოდეთ ანუ
საკუთარი აზრის გამოხატვის და "ენა დაიმოკლეთო" სამსახურის
შენარჩუნება თუ გინდათო! გილოცავთ! გააგრძელეთ დუმილი კოლეგებო!
იქამდე არ იქნება ჩემი ფეხი საქართველოს სცენაზე სანამ ეს ძალიან
არაჰუმანური და დიქტატორი "ქალბატონი" მართავს ჩემს
სფეროს!"- წერდა ანიტა რაჭველიშვილი ფეისბუკ
გვერდზე.
Ანიტა რაჭველიშვილის პათოსს იზიარებს და
კოლეგების დუმილზე აქცენტირებს ქუთაისელი თეატრალიც, Რომელმაც
ვინაობის გამხელა არ ისურვა.
"კულტურის მინისტრი Ხისტი რომ არის გასაგებია,
მაგრამ სერიოზული განცხადებაა. ამას უკვე ცენზურა აღარ ქვია. ეს
ცენზურაც აღარაა. რეპრესიების დასაწყისია. Შემეშინდა! Მინისტრის
ნათქვამმა კი არ შემაშინა, შემაშინა იმან, რომ აქ ხმის ამომღები
არავინაა. ისინიც მიხვდნენ, რომ მათ წინააღმდეგობას არავინ გაუწევს
ერთი-ორის გაჭყლეტას კი არაფერი უნდა თუ თეატრი და სხვა
ხელოვანებიც არ დადგნენ ფეხზე, რისი გამკეთებლებიც არ
არიან"...
Სამაგიეროდ Მინისტრის ნათქვამში შემაშფოთებელი
ვერაფერი დაინახეს სხვა ხელოვანებმა. Მსახიობ მარიკა სამანიშვილის
თქმით, მინისტრის ამ ტექსტს წინ სხვა ნათქვამი უძღოდა, რომელიც
კონტექსტს ცვლის.
"ამ ციტატას წინ უძღოდა შედარება იმისი
თუ როგორ მოიქცა იუსტიციის მინისტრობის დროს. თქვა, რომ მე არ
გამირჩევია პარტიული ნიშნით, თუკი ის აკეთებს თავის საქმეს ხუთიანზე
აქ არ არსებობს განსხვავება, მაგრამ თუკი ურევს, მაშინ პარტიული
ნიშანი რა შუაშია. Ზოგიერთი Ადამიანი იბადება ამრევად ამას არა აქვს
მნიშვნელობა, რომელი პარტიისა და წარმოშობისაა. მე ასე ავხსენი
(მინისტრის ნათქვამი)... Ჩვენ დაყოფილი არა ვართ ნამდვილად. Პარტიული
ნიშნით ჩვენთან იყოს რაიმე განსხვავება და დაპირისპირება
გამორიცხულია", - აღნიშნა მსახიობმა.
იგივეს ამბობს ქუთაისის ოპერის თეატრის
სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე.
„Ჩემს თეატრში ძალიან ბევრი განსხვავებული აზრის
თანამშრომელია მაგრამ ერთიც ამის გამო არ დაჩაგრულა".
ირინე ლომინაძე მინისტრის ნათქვამს ასე
ხსნის.
"როდესაც მსახიობს აქვს რაიმეზე
პრეტენზია ის არ მიდის გუბერნიაში ან მერიაში პირდაპირ მიდის
სამინისტროში Საჩივრით. ჩვენ ხომ კულტურის სამინისტროს ვეკუთვნით.
Სამხატვრო ხელმძღავნელმა შენიშვნა მისცა მას კი თავისი მოსაზრება
აქვს, ის გარბის სამინისტროში. Მინისტრი ვალდებულია მოუსმინოს ან
თავად უპასუხოს ან გადასცეს მის მოადგილეებს მერე უნდა გამოიძახოს
სამხატვრო ხელმძღვანელი ის გაარკვევს ყველაფერს.
Ამიტომ ყველა მსახიობს გეზი აქვს სამინისტროსკენ. ...Წულუკიანმა თქვა,
მე გავიგებო მიზეზს რა მიზეზი აქვს. თუკი ისეთი მიზეზი აქვს მომღერალს
რომ არის კარგი მომღერალი და ჩაგრავს სამხატვრო ხელმძღვანელი. Რა თქმა
უნდა მინისტრი უნდა ჩაერიოს. Სამხატვრო ხელმძღვანელებიც ცდებიან
ხანდახან"
ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო
ხელმძღვანელის თქმით, თეატრი არ არის პოლიტიკური დებატების ადგილი.
თეატრში მხოლოდ შემოქმედებისთვისაა.
"თუკი (მინისტრმა) პოლიტიკური კუთხით თქვა
ამასაც ვემხრობი. თუკი მხოლოდ პიროვნების მოსაზრებაა, რომ
რაღაეები არ მოსწონს შეუძლია აუხსნას ეს ასეა ან ასე არ არის. თუკი
მის უკან დგას ვიღაცები, რომლებიც ბუნტის მოწყობას აპირებენ თეატრში
რომ ჩაშალონ შემოქმედებითი მხარე. Რა თქმა უნდა , ეს მინისტრმა უნდა
გაარკვიოს.
Რადგან არის ჯგუფები რომლებიც მუშაობენ არა
შემოქმედებაზე არამედ სიტუაცია რომ არიონ. Როცა მათ ვიღაც გარედან
აგაყვირებს რა თქმა უნდა სამინისტრომ უნდა გამოიძიოს. არა მარტო
სამინისტრომ სხვა ორგანოებმაც", - მიაჩნია ირინე
ლომინაძეს.
თეატრებში ცენზურის დაწესებაზე განცხადება
ღიმილისმომგვრელია რეჟისორ ლევან ბიბილეიშვილისთვის. Მინისტრის
განცხადებაში აღმაშფოთებელ ვერ ხედავს იმიტომ, რომ თეატრმა დიდი ხანია
თავად მოიქციეს თავი თვითცენზურის ქვეშ და აპოლიტიკურობა აქცია მთავარ
იდეოლოგიად.
"თეატრი თითქმის საერთოდ ვერ
არტიკულირებს პოლიტიკურ პრობლემებს, თეატრალების იმ ხაზგასმულმა
პოზიციამ რომ აპოლიტიკურები არიან საერთოდ განდევნა პოლიტიკური
შინაარსი თეატრიდან. შესაბამისად, ვერ ვხვდები თუ რა ტიპის "ცენზურა"
შეიძლება იყოს საუბარი.
თეატრმა კი არა და თვითონ პოლიტიკას აღარ გააჩნია პოლიტიკური
შემადგენელი და თუკი თეატრი მოახერხებს იმას რომ ეს "დანაკარგი"
სცენიური სარკიდან დაანახოს პოლიტიკას და მით უფრო ააღელვოს ამით
პოლიტიკური სპექტრი რაც ცენზურის საჭიროებას გააჩენს სახელმწიფოს
მხრიდან, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება ე.ი. რაღაც
ამუშავდა, გაჩნდა რაღაც ტიპის ემოციურ-ინტელექტუალური ველი, რომელიც
პროვოცირებს ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით", - ამბობს ლევან
ბიბილეიშვილი.
თეა წულუკიანი 2012 წლიდან 2020 წლის ჩათვლით
იუსტიციის მინისტრი იყო. რამდენიმე დღის წინ კი საქართველოს კულტურის,
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები