ახალი ამბები
გოგი წულაიას წერილი ციხიდან
FaceBook
გოგი წულაია, რომელიც ქალის მიმართ სხვაგვარი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია,  გლადნის ციხიდან წერილს აქვეყნებს.

"ჩემო მეგორებო და მხარდამჭერებო მოგესალმებით გლდანის ციხის , საკარანტინე კორპუსის 61 საკანში მჯდომი ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარი გოგი წულაია!
პირველ რიგში რათქმაუნდა , უნდა ითქვას , რომ აქ მთავარი არის ჩემი შეცდომის და გულუპრყვილობის ამბავი , ზედმეტი ნდობის შედეგი , მაშინ როდესაც მაფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ყველა სფეროს წარმომადგენლები , ასე მარტივად არ უნდა წამოვგებოდი ამ პროკაციას , მაგრამ მინდა ვთქვა რომ არავისთვის ჩემი საქციელით ზიანი არ მიმიყენებია.
„თუ გინდა მოწიინაღმდეგე
გაანადგურო მას დააბრალე ის
რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის“

ჩვენდა სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში პატარ პატარ გებელსები 21 საუკენშიც გადმოყვნენ , 1988 წლის შემდეგ ვარ ეროვნულ მოძრაობში და მის მერე ვაპროტესტებ და ვებრძვი რუსეთისგან საქართველოს გაწეულ ძალადობას.

ვებრძვი და ვაპროტესტებ კომუნისტებიდან დაწყებული ბიძინა სულთნით დამთავრებული, ვებრძოდი ყველა ადამიანს ვინც ძალადობდა მეორე ადამიანზე და ახლაც ვებრძვი ნამახვან ჰესის აშნებას რამეთუ ვთვლი რომ ეს არის ძალადობა ბუნბებაზე, ამ ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს , და ზუსტად აქ მტკიცდება რომ დღესაც ჩვენ ქვეყანაში ბევრიან არიან გუბელსები , გერინგები , ბერიები და ასე შემდეგ.

ახლა მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს , პოლიტიკოსებს იმის შიშით , რომ თურმე ევროპასთან არ დაგასმინოთ ვინმემ რომ ქალზე მოძალადეს უცხადებენ სოლიდარობასო , ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემს მხარდაჭერისათვის , თუ კი ერთხმად ყველა ვთანხმდებით და ვამბობთ , რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი ( გამარჯობა , გიორგი მალე ამომწევენ კორპუსზე და გნახავ) , მას პოლიციამ მოუწყო პროვოკაცია და ჩაუდო იარაღი და ჩემს შემთხვევაში პოლიციელები იყვნენ „უპატიონსესები“ და ამ „პატიოსანმა“ პოლიციელებმა სრული დაცვით დამაპატიმრეს კი ბატონო ეგრე იფიქრეთ.

ჩვენ ყველა ერთად ვყვირივართ, რომ საქართველო სასამართლიანი სასამართლო არ არებობს და ამის გამო ნიკა მელია (გამარჯობა ნიკა ) არის პოლიტპატიმარი . როგორ ფიქრობთ მე შემხვდა პატიოსანი უმწიკლო მოსამართლე და პატიოსნად გამასამართლა?

არ ვიცი , ეს რა ლოგიკააა და თუ ესე არ ფიქრობთ იქნებ მაღიაროთ ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად და ესეც გაიტანოთ ჩვენ მეგობრებთან, თუ როგორი კატასტროფული სიტუაცია არის ჩვენს ქვეყანაში , პოლიტპატიმრებს პირადი პატიმრებიც დაუმატეს.
რა ვიცი , რა ვიცი.

ჩემო მეგობრებო , ადამიანებო რომლებსაც გიყვარვართ და მოგწონვართ , თუ ამ საქციელის გამო ჩემდამი პატივისცემა არ გაგნელებიათ და თვლით ამ პროვოკაციის და ჩემი შეცდომისთვის ციხეში 6 წლით (ასე მიპირებენ) გატარების ღირსი არ ვარ , გთხოვთ თქვენს მხარდაჭერას !", -  წერს პოლიტიკოსი. 


პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" ყოფილი თანათავმჯდომარე გოგი წულაია თბილისში, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. გამოძიება თავდაპირვეალდ სისხლის სამართლის 126-ე მუხლით იყო აღძრული. თუმცა 138-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გოგი წულაიამ რამდენიმე დღის წინ ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ჯესტი გამოიყენა.

მან ამ ფორმით ტვ "პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქკომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ამავე თემაზე:

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.