ახალი ამბები
"მომდევნო სხდომამდე სასამართლოს ახალ მტკიცებულებებს წარვუდგენთ" - გოგი წულაიას ადვოკატი
FaceBook
გოგი წულაიას  ადვოკატი ვალერი გელბახიანი,  ამბობს, რომ გავრცელებული ვიდეოკადრები, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის პირად ცხოვრებას ასახავს, გოგი წულაიას სასარგებლოდ მეტყველებს, თუმცა, სასამართლო მას მტკიცებულებად არ იღებს.

მისი თქმით, ვიდეო, რომელსაც, სავარაუდოდ, ის ქალბატონი იღებს, რომელმაც შემდეგ  იგი სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა, დაკავებულის თანხმობის გარეშე არის ჩაწერილი.
"მომდევნო პროცესამდე ჩენ სასამართლოს წარვუდგენთ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს, როგორც წერილობით, ასევე, ვიდეოს სახით", - ამბობს ვალერი გელბახიანი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან  თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა. პოლიტიკოსის მიმართ თავდაპირველად სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით აღიძრა, თუმცა, მოგვიანებით ბრალი დამძიმდა და გოგი წულაიას მიმართ გამოძიება 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  გოგი წულაიას 4 -დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მომდევნო პროცესი 10 მაისსა ჩანიშნული.

თავად დაკავებული ბრალდებას არ ეთანხმება. დაცვის მხარე მომხდარს, მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილისა და მოქმედი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის იმ აუდიოჩანაწერებს უკავშირებს, სადაც ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს  იმ არასრულწლოვნების დასჯას სთხოვს, რომლებმაც მას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ გოგი წულაიამ ბერა ივანიშვილს საჯაროდ აგინა.


ამავე თემაზე:


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.