ახალი ამბები
თურქეთის მწვანეები ნამახვანჰესის წინააღმდეგ მებრძოლ რიონის ხეობის მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებენ
FaceBook
თურქეთის მწვანეები Yeşiller Partisi ნამახვანჰესის მშენებლობის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და  განცხადებას ავრცელებენ.

ისინი სოლიდარობას უცხადებენ ნამახვანჰესის წინააღმდეგ მებრძოლ რიონის ხეობის მოსახლეობას.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ, თურქეთის მწვანეები, სოლიდარობას ვუცხადებთ ნამახვანჰესის წინააღმდეგ მებრძოლ რიონის ხეობის მოსახლეობას, საქართველოს მწვანეებს, აქტივისტებსა და მეცნიერებს.

უკვე 4 თვეზეა მეტია, რაც მკვიდრი მოსახლეობა და მათი მხარდამჭერები კარვებში ათევენ ღამეს და აპროტესტებენ ნამახვანჰესის, როგორც მას ადგილობრვები ეძახიან "სიკვდილის ჰესის", მშენებლობას.

თურქულმა გიგანტურმა სამშენებლო კომპანია "ენკა"-მ შესაბამისი კვლევებისა და დოკუმენტების გარეშე დაიწყო მშენებლობა. ამ ფაქტით გამოწვეულ პროტესტს კი პასუხი მოსყიდვითა და პოლიციური ძალის გამოყენებით გასცეს.

ნამახვანჰესის მშენებლობა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ადგილობრივ მიკროკლიმატს, რომელთა შორისაა გადაშენების პირას მყოფი თევზი (ხმელთაშუა ზღვის ზუთხი) და უნიკალური ვაზის ჯიშები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ღვინის ინდუსტრიისათვის. პროექტი 100 ოჯახზე მეტს ემუქრება გადასახლებით. არსებობს დატბორვისა და მიწისძვრის საშიშროება, რომლის შემთხვევაშიც რეგიონთან ერთად საფრთხის ქვეშ ექცევა სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარე, საქართველოში სიდიდით მესამე ქალაქი - ქუთაისი.

ნამახვანჰესი ზიანის მომტანია ეკონომიკისთვის, ბუნებრივი გარემოსთვის, კლიმატისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის.

ჩვენ არ გავჩუმდებით მთავრობის დაფარულ, კორუფციულ გარიგებებზე და არ მოვითმენთ ეკონომიკური განვითარების სახელით შენიღბულ კიდევ ერთ ეკოლოგიურ კატასტროფას.

ჩვენ მოვითხოვთ:

➡ სასწრაფოდ შეწყდეს ნამახვანჰესის მშენებლობა სანამ არ იქნება მიღწეული გამჭვირვალე და ინკულზიური გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
➡ გარემოსდაცვითი რისკების ადეკვატური შეფასება შექმნილი და გაზიარებული საზოგადოების მიერ.
➡ სახელმწიფომ ჩადოს და მოიზიდოს ინვესტიციები რეალურად განახლებად, მწვანე ენერგიებში, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნიან ეკოლოგიურ

მდგომარეობას, ნაცვლად მწვანედ გასაღებული ჰესების პროექტებისა."

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს თურქული კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.