ახალი ამბები
მერია სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სააბიტურიენტო მომზადებას დაუფინანსებს
FaceBook
ქუთაისის მერია იმ მეთორმეტეკლასელებს, რომელთა ოჯახებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, მერია 4 სასკოლო საგანში სააბიტურიენტო მომზადებას დაუფინანსებს.
ქალაქის  მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და პროექტში მონაწილე ხუთი ლიცენზირებული კერძო სკოლის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

"ჩვენ განათლება პრიორიტეტად გვაქვს არჩეული და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ რაც შეიძლება კარგი პირობები შევუქმნათ მომავალ თაობებს განათლების მისაღებად. სოციალურად დაუცველი ოჯახების აბიტურიენტების საგამოცდო საგნებში მომზადების დაფინასებაც სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ. პროექტში მონაწილე მეთორმეტეკლასელები უკვე ესწრებიან მეცადინეობებს მათ მიერვე არჩეულ სასკოლო საგნებში. მჯერა, რომ ეს ახალგაზრდები ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ. აღნიშნულ პროექტს კი, ჩვენ მომავალ წელსაც გავაგრძელებთ", - ამბობს იოსებ ხახალეიშვილმა.

პროექტის  განსახორციელებლად 60 000 ლარია განსაზღრული, სადაც  ქალაქში არსებული კერძო სკოლებია (ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“;  „მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლა“;  სასწავლო ცენტი „მერმისი“;  შპს #1 სკოლა და „ინტელექტი“)  ჩართული. 










ქუთაისის მერიის ინიციატივით კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება დაიწყო. მერიის გადაწყვეტილებით, იმ მეთორმეტეკლასელებს, რომელთა ოჯახებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, მერია 4 სასკოლო საგანში სააბიტურიენტო მომზადებას დაუფინანსებს. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და პროექტში მონაწილე ხუთი ლიცენზირებული კერძო სკოლის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. „ ქუთაისი არის განათლების ქალაქი, დიდი ტრადიციებით- დაწყებული გელათის აკადემიიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტით დამთავრებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ განათლება პრიორიტეტად გვაქვს არჩეული და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ რაც შეიძლება კარგი პირობები შევუქმნათ მომავალ თაობებს განათლების მისაღებად. სოციალურად დაუცველი ოჯახების აბიტურიენტების საგამოცდო საგნებში მომზადების დაფინასებაც სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ. შევხვდით თავად ბავშვებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს და ერთობლივად ავარჩიეთ პროექტის განხორციელების ოპტიმალური ვარიანტი. პროექტში მონაწილე მეთორმეტეკლასელები უკვე ესწრებიან მეცადინეობებს მათ მიერვე არჩეულ სასკოლო საგნებში. მჯერა, რომ ეს ახალგაზრდები ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ. აღნიშნულ პროექტს კი, ჩვენ მომავალ წელსაც გავაგრძელებთ. “- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. პროექტში კერძო სკოლები : ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“, „მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლა“, სასწავლო ცენტი „მერმისი“, შპს #1 სკოლა და „ინტელექტი“ მონაწილეობენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.