"სპეციალური სერვისების" თანამშრომლებმა
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მრავალწლოვანი ხე მოჭრეს.
მერიის შესაბამის სამსახურში ამბობენ, რომ ხე გამხმარი იყო და
საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
"ეს იყო გამხმარი ხე და ადამიანებისთვის
წარმოადგენდა საფრთხეს. ამიტომაც, მოიჭრა ჩვენი თანამშრომლების მიერ",
- განმარტავენ "სპეციალურ სერვისებში".
მოჭრილი ხე უკვე მორებად დაიჭრა, რომლებსაც
"სპეციალური სერვისების" საწყობში გადაიტანენ, რის შემდეგაც შეშის
სახით სოციალურად დაუცველებს გადაეცემა.
მასალის გამოყენების პირობები