ახალი ამბები
TDI-მ კატო მიქელაძის პრემიაზე ლია უკლება წარადგინა
FaceBook
ლია უკლებას ნახატები და ინსტალაციები არის ღია პროტესტი ქალთა ჩაგვრისა და რელიგიის სახელით ძალადობის წინააღმდეგ~.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), 2015 წელს, კატო მიქელაძის პრემიაზე ლია უკლება წარადგინა, - აღნიშნულ ინფორმაციას TDI საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.
"ფემინისტი მხატვარი და აქტივისტი ლია უკლება, წლების განმავლობაში მეთოდურად მუშაობს ადამიანის უფლებებისა და, კონკრეტულად, ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
სრულიად გამორჩეულია მისი წვლილი ხელოვნების მეშვეობით პატრიარქალური კულტურისთვის დამახასიათებელი ტაბუებისა და სტერეოტიპების ნგრევაში.
ლია უკლებას ნახატები და ინსტალაციები არის ღია პროტესტი ქალთა ჩაგვრისა და რელიგიის სახელით ძალადობის წინააღმდეგ.
მის ნამუშევარს, "ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით" დიდი გამოხმაურება მოჰყვა მას შემდეგ, რაც ნახატი 2015 წლის ოქტომბრის თვეში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში გამოიფინა.

"ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით" საპატრიარქოს მიერ აღქმული იქნა, როგორც უპრეცედენტო შეურაცხყოფა ქართველი ერისა და მართლმადიდებლობისა. დღემდე, ლია უკლებას წინააღმდეგ გაისმის მუქარები, მათ შორის უმაღლესი სასულიერო პირების მხრიდან. შეიძლება ითქვას, რომ ლია უკლებას თავისი შემოქმედებითი და სამოქალაქო გამბედაობით ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, როგორც ქალთა უფლებების დაცვასა და აქტუალიზაციაში, ასევე, იმ ძალადობაზე დაფუძნებული კულტურის რადიკალურ კრიტიკაში, რომელიც არამარტო ქალთა უფლებების, არამედ საქართველოში სამოქალაქო კულტურის, აქტივიზმის, პლურალიზმის წინააღმდეგაა მიმართული", - აღნშნულია TDI-ს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.