"შვილებო ამოკერილი ჯიბით იარეთ," "თავისუფლება უკანონო პატიმრებს,"- ამ მესიჯებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციაზე, ქუთაისის #2 საპყრობილეში მყოფი პატიმრების ოჯახის წევრებმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
პატიმრების, ბესიკ გოგოლისა და დავით სიჭინავას დედები ირწმუნებიან, რომ მათი შვილების დაკავება სამართალდამცველების მხრიდან უკანონოდ მოხდა.
"ჩვენს შვილებს ნარკოტიკები თვითონ პოლიციამ ჩაუდო. თავს ზემოთ ძალა აღარ გვაქვს, რას მივმართოთ აღარ ვიცით. ბესიკ გოგოლს 8 და დავით სიჭნავას 9 წელი აქვთ მისჯილი. ვითხოვთ, მოხდეს საქმის სამართლიანი გამოძიება, ან გაამართლონ ჩვენი შვილები, ან საპროცესო გარიგებაზე წამოვიდნენ", -აცხადებს ნინო გოგოლი.
პატიმრობაში მყოფი ბესიკ გოგოლი და დავით სიჭინავა, ქუთაისის N 2 საპყრობილეში 18 თებერვლიდან შიმშილობენ.
ბესიკ გოგოლი და დავით სიჭინავა ნარკოტიკული საშუალების შენახვა-მოხმარების ფაქტზე, სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 19 აგვისტოს დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები