8 მარტს ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტით
მგზავრობა უფასო იქნება, თუმცა, მხოლოდ
ქალბატონებისთვის.
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერია ერთდღიან
საჩუქარს აწესებს. ქალბატონებს უფასო ტრანსპორტით სარგებლობა სამუშაო
დღის დასრულებამდე შეეძლებათ.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა. ამ დღეს
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ.
8 მარტს ქალბატონებს სიმბოლურად ყვავილებს
ჩუქნიან.
მასალის გამოყენების პირობები